საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა ბარბარესა და წმ. იოანე დამასკელის ხსენების დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა

17 დეკემბერი
კატეგორია:
wminda-barbaresa-da-wm-ioane

 ა.წ 17 დეკემბერს წმინდა ბარბარესა და წმ. იოანე დამასკელის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან ერთად მახათას მთაზე ყოვლადწმინდა  ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა; წაკითხულ იქნა ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვაც, რომლის ყოველდღიური აღვლენაც მისმა უწმინდესობამ მრევლს ურჩია.

მიუხედავად სუსხისა, ტაძარი სავსე იყო ბავშვებითა და მორწმუნე ერით. ლოცვას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, კულტურის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია.

პატრიარქმა მრევლს დიდმოწამე ბარბარეს ხსენება მიულოცა და დალოცა.

ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“ – ბრძანა ილია II-მ.

6

2