საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

26 მაისი
კატეგორია:
wm-mefe-tamaris-saxelobis-skola

ა.წ. 26 მაისსუწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კეთილმსახური წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა.

ეს სკოლა-პანსიონი 2009 წელს დაარსდა. აქ აღზრდილი თითქმის ყველა ახალგაზრდა სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს. ამჟამად სკოლაში ხუთასზე მეტი მოსწავლეა, მათშორის ასზე მეტი აჭარელი ეკომიგრანტის ოჯახიდან, რომლებიც აქ არსებულ პანსიონში ცხოვრობენ და სხვა ქრისტიან და მუსლიმ ქართველებთან ერთად იზრდებიან, იღებენ განათლებას და ემზადებიან ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად.

სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სკოლაში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება და სახელოვნობო დარგების დაუფლება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ მრავალმხრივი შესაძლებლობები.