საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წირვა აწყურში

13 მაისი
კატეგორია:
wirva-awyurshi

ა.წ. 13 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებული „ანდრიას გზის“ მონაწილე სასულიერო პირებმა და მრევლმა აწყური მოილოცეს.

აწყური სწორედ ის ადგილია, სადაც ოცი საუკუნის წინ წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ დააბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი და იქადაგა ქრისტიანობა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, ისტორიულ ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) საზეიმო წირვა აღავლინა.