საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ვლაქერნობა 2018

18 ივლისი
vlaqernoba-2018

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ 15 ივლისს ვლაქერნობა-ღვთისმშობლის კვართის დადების დღე აღნიშნა. დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 1990 წლიდან აღდგა.  ყოველი წლის 15 ივლისს,   ისტორიულ მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და აქ დაცული სხვა სიწმინდეები(წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილები) ლიტანიით,  საკათედრო ტაძარში გადაააქვთ. სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მორწმუნეებმა.

საღმრთო წირვა აღავლინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლირმა შიო მუჯირმა, ზუგდიდისა და ცაიშის და გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ,  თეანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ.

წირვის დასასრულს მღვდელმთავრებმა მრევლს გადასცეს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა, ახარეს  ეს დიდი დღესასწაული და აღნიშნეს, რომ უფლისა და ღვთისმშობლის კვართი, საქართველოსათვის არის ორი გამორჩეული დიდი საღმრთო წყალობა, რომელიც თავისი მადლით მჭიდროდ კრავს და განამტკიცებს საქართველოს ამიერ და იმიერ ძირძველ მხარეთ.

საზეიმო წირვა-ლოცვას  დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი. მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი და შინაგამ საქმეთ მინისტრი ბ-ნი. გიორგი გახარია, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ბ-ნი. ლევან იზორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბ-ნი. სოზარ სუბარი და პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონული კომიტეტის თავმდჯომარე ბ-ნი. ზაზა გაბუნია. „ევროპული საქართვველოს“ ერთ- ერთი ლიდერი ბ-ნი. დავით ბაქრაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ბ-ნი. შალვა ნათელაშვილი.

სასულიერო პირების შემდეგ  მრევლს სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა ბ-ნმა. მამუკა ბახტაძემ და ვლაქერნობის დღესასწაული აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს მიულოცა.