საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თიანეთში საკათედრო ტაძარი იკურთხა

14 აგვისტო
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
tianetshi-sakatedro-tadzari-ikurtxa

ა.წ. 12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებულად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო, რადგან ამ დღეს თიანეთში საზეიმოდ ეკურთხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარი, რომელიც წმ. სამების სახელზე აშენდა.

ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ამ მხარისათვის, რადგან აქ კათედრალი პირველად აიგო. ეკლესიაში აღევლინა პირველი საზეიმო წირვა, შემდეგ კი იკურთხა ჯვარი, რომელიც გუმბათზე აღიმართა.

ამ დღესასწაულს ესწრებოდა ათი მღვდელმთავარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, _ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელნი.

მეუფე მიქაელს, თიანეთის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს  ვულოცავთ ამ დიდებულ დღეს და ვუსურვებთ სხვა მრავალ ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებას ღვთისა და ჩვენი ქვეყნის სამსახურად.