საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულებს

22 მარტი
კატეგორია:
tansacmeli-da-sayofacxovrebo-nivtebi-gatchirvebulebs

ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულებს

გრძელდება სამების ტაძრის ქვედა სართულზე ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაჭირვებულთათვის დარიგება. ცენტრში არის ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსი, რომელთა უფასოდ აღება  ყველა მსურველს შეუძლია. აქვე მოწყობილია მცირე სალონი, სადაც თმის შეჭრაა შესაძლებელი.

აღნიშნული ცენტრი არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის მონდომებით და კეთილი ადამიანების ძალისხმევით გასული წლის 25 დეკემბერს გაიხსნა და დღეისათვის აქ უკვე 500-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ.

ცენტრი ფუნქციონირებს შემოწირულობებითაც და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაჭირვებულთა დასახმარებლად მოიტანოს ტანსაცმელი და საყოფაცხოვრები ტექნიკა.

ნივთების გაცემა და მიღება შესაძლებელია ყოველდღე სამების ახალგაზრდულ ცენტრში 11:00-დან 17:00-მდე.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 48 60 90

                                              574 04 70 48