საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეები მიიღო

29 ივნისი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqma-xelnawerta

ა.წ. 29 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონფერენციის მონაწილეები მიიღეს.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსებიდან 60 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში არაერთი უცხოელი ქართველოლოგი და ენათმეცნიერი ჩამოვიდა.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  თანამშრომლებსა და უცხოელ ქართველოლოგებს. კათოლიკოს-პატრიარქმა  ისაუბრა ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ როდესაც ის მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, ხშირად მიდიოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იძიებდა მასალებს ათონის ივერთა მონასტრის შესახებ.

პროფესორმა მაია რაფავამ მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და განაცხადა, რომ მისი უწმინდესობა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გვერდში უდგას და გულშემატკივრობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ მათ მიერ დაწესდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლესი ჯილდო და აღნიშნული ჯილდო პირველად გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.