საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვიურტემბერგის ევანგელური ეკლესიის სინოდის დელეგაცია მიიღო

29 სექტემბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqma-viurtembergis

ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვიურტემბერგის ევანგელური ეკლესიის სინოდის პრეზიდენტის პირველ მოადგილეს, ვერნერ შტეფანეკსა და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ,,საქართველომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს გერმანიისგან და გერმანელი ხალხისგან, განსაკუთრებით კი შრომის სიყვარული და წესრიგის დაცვა“, _ აღნიშნა მისმა უწმინდესობამ.

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება საქართველოს მართლმადიდებლური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოციალური პროგრამების მიმართულებით.

სტუმრებმა თავისი პატივისცემა დაუდასტურეს მის უწმინდესობას და საქართველოს ეკლესიას და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.