საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

23 მარტი
კატეგორია: სიახლენი,
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqma-archil

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წილკანში ჩაბრძანდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მისმა უწმინდესობამ გარდაცვლილის სულისთვის პანაშვიდი გადაიხადა და ბრძანა: ,,ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს არჩილის სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები.