საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (21.09.2018)

21 სექტემბერი
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qada-g-eba-6-7569293

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დიდუბის ტაძარი განსაკუთრებული ტაძარია. უძველესი საკუნეებიდან ადამიანები მოდიოდნენ აქ და იღებდნენ იმას, რასაც თხოულობდნენ.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა _ როცა მაკურთხეს დიაკონად, აქ გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ და აქ მივიღე პირველად ისეთი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. აქ არის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში ლოცვით და სათხოვარი უსრლდებოდათ.

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს.

უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვის მშვიდობით.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით აქ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს.

მამების დაჯილდოება გვინდა დღეს.

დეკანოზი მოსე (ოთარაშვილი) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი დავით (ჩიტიძე) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით

დეკანოზი პეტრე (ბარამიძე დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით

დეკანოზი ბაქარი (ბურდული) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ვახტანგი (სტეფნაძე) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას რომ მწუხარება ჩვენი სიახრულად გარდააქციოს.

ჩვენთან არს ღმერთი