საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა სარალიძეს შეხვდა

18 სექტემბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-zaza

ა.წ. 18 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ბატონი ზაზა სარალიძე მიიღო. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება და გულისტკივილი მომხდარი ტრაგედიის გამო, დალოცა გარდაცვლილის მამა, ურჩია შემშილობის შეწყვეტა და მხნეობა უსურვა.