საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის ელჩს შეხვდა

4 ოქტომბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-turqetis

ა.წ. 4 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ფატმა სერენ იაზგანი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა მისი გაღრმავების გზები.

,,გამოთქმული სურვილების შესახებ აუცილებლად გვექნება საუბარი შესაბამის პირებთან და ყველაფერს გავაკეთებთ თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ქ-ნმა ფატმა სერენ იაზგანმა.