საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

31 მაისი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-somxetis

ა.წ. 31 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას.