საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის ელჩს შეხვდა

1 ოქტომბერი
კატეგორია: სიახლენი,
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-shvedetis

ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ბატონი ულრიკ თიდესტრომი და მისი მეუღლე მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

ბატონმა ულრიკ თიდესტრომმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი პატივისცემა დაუდასტურა.