საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

25 ივნისი
კატეგორია: სიახლენი,
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-samshvidobo

ა.წ.  22 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ექსპერტი მამუკა არეშიძე და სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეები მიიღო. აღნიშნული კონფერენცია 21 ივნისს გაიმართა. მისი მიზანი იყო მშვიდობის განმტკიცებისთვის ხელშეწყობა და თბილისში მუდმივმოქმედი სამშვიდობო პლატფორმის შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი, სომეხი, ავსტრიელი, დანიელი, გერმანელი, ფრანგი ახალგაზრდები და აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელი.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე კავკასიის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებული მომავალი უსურვა.