საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

14 დეკემბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-natos

ა.წ. 14 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ბატონი კრისტიან კოკვიკი ესტუმრა. მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).

ვიზიტის ინიციატორი და ორგანიზატორი ,,კავშირი 21-ე საუკუნე“ იყო  (ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე).

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.