საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლიეტუვას (ლიტვის) მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა

19 ნოემბერი
კატეგორია: სიახლენი,
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-lietuvas

ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტისა და მმართველი პარტიის (,,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“) თავმჯდომარეს, ბ-ნ რამუნას კარბაუსკისის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში, ქ-ნ ხათუნა სალუქვაძეს შეხვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბ-ნ რამუნას კარბაუსკისს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.

,,ქართველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ენაში დამკვიდრდეს თქვენი ქვეყნის ავთენტური სახელწოდება – საქართველო.“ _  განაცხადა ბ-ნმა რამუნასმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ ხაზი გაუსვა ქართველებისადმი ლიეტუველთა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას, რომელსაც საფუძველი ჩვენმა პატრიარქმა კირიონ II-მ ჩაუყარა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.