საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

10 ივლისი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-ilia

ა.წ. 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც ასრულებს საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს და მის უწმინდესობას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.

მისმა უწმინდესობამ ბატონ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.