საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპარლამენტარებს შეხვდა

29 ივნისი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-evroparlamentarebs

ა.წ. 29 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი ჟან ოლბრიხტი.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა, სადაც საუკუნეთა მანძილზე ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული რწმენისა და ეთნოსის ადამიანები და რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას თავისმხრივ მართლმადიდებელი ეკლესია უწყობდა და უწყობს ხელს.

ევროპარლამენტარებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დიდია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის როლი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ამასთან ჩვენს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამტკიცების იმედი და სურვილი გამოთქვეს.