საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (15.10.2017)

23 ოქტომბერი
sruliad-saqartvelos-k-a-tolikos-patriarqis-qadageba-5-7406173

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს ჩვენც და მართლმადიდებელი სამყაროც დღესასწაულობს დიდთა მოწამეთა, _ დავით და კონსტანტინეს ხსენებას. მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

დავით და კონსტანტინე ცნობილი წმინდანებია. მათ  მოწამეობრივი სიკვდილი და კომუნისტების დროსაც ფაქტიურად მეორე წამება მიიღეს. მაგრამ წყალობა ღვთისა არ მოკლებია ამ წმინდანებს და საქართველოს.

გილოცავთ დავით და კონსტანტინეს დღესასწაულს და შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს, კვლავ იქნება პარაკლისი და დალოცვა ბავშვებისა და ოჯახების.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ერთ გვარსა: პატრიშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა განამტკიცოს მართლმადიდებელი სარწმუნოება თქვენში და თქვენს გვარში.

ჩვენთან არს ღმერთი.