საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19.12.2018)

20 დეკემბერი
sruliad-saqartve-los-katolikos-pa-triarqis-qadageba-6-8015266

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა.

მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია.

იგი ცხოვრობდა IV საუკუნეში. საერთოდ IV საუკუნე მდიდარია თავისი სულიერი მამებით. I და II მსოფლიო კრება შედგა IV საუკუნეში; სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი (,,მრწამს ერთი ღმერთი“) დაიწერა წმინდა მამების მიერ IV საუკუნეში.

წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე და საკვირველთმოქმედი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირევბებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და იგი არ დახმარებოდეს.

დღეს ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა. ეს, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს.

წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ, დაგლოცოთ.

საოცარი ის არის, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც კი იმდენად მოწყალეა და თვითონ ტროპარი მისი, (ლოცვა) მეტყველებს, რომ წმინდა ნიკოლოზი საოცარი მფარველია გაჭირვებული ადამიანისა.

მის ცხოვრებაში არის ასეთი შემთხვევა: დედ-მამას, ახალგაზრდებს, ჰყავდათ შვილი ახლადდაბადებული და მათ განიზრახეს, ( ეს უკრაინაში ხდება) რომ წასულიყვნენ დღევანდელ დღეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მათ ნავით ნავით უნდა გადაევლოთ მდინარეზე. აი ამ გადასვლისას დედას ხელიდან გაუვარდა შვილი და ჩავარდა წყალში. გარიჟრაჟი იყო, თენდებოდა. თქვვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დედა და მამა. ეძებდნენ პატარას წყალში და ვერ პოულობდნენ, ისინი ბედნიერნი იქნებოდნენ მკვდარი მაინც რომ ეპოვათ, მაგრამ ვერ იპოვეს. ბავშვი დაიკარგა მდინარეში. სასოწარკვეთილმა მშობლებმა იფიქრეს, შვილი დავკარგეთ და ეკლესიაში მაინც წავიდეთო. წავიდნენ ეკლესიაში და მივიდნენ დილაუთენია. დარაჯი ეუბნებათ: ძალიან ადრე მოხვედით, ჯერ წირვაზე არავინ მოსულა. გაღეს რა ეკლესიის კარები, ბავშვის ტირილი შემოესმათ. შევიდნენ და წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ სველი ტანსაცმელით, სველი პერანგით წევს მათი ბავშვი. წმინდა ნიკოლოზმა გადაარჩინა, საოცარი სასწაული აჩვენა. ასე გადარჩა ეს პატარა. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს.

ვულოცავ ბატონ ზაზას პირველ ზიარებას, აღსარება თქვა და ეზიარა. თქვენ ხომ არაფერს იტყვით?

ზაზა სარალიძე: უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი.

კათოლიკოს-პატრიარქი: იცოცხლეთ.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ 3 სასულიერო პირს:

დეკანოზი თეიმურაზ ყიფშიძე, დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!

დეკანოზი დავით ლასურაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!

დეკანოზი თავმასი ბეშიტაშვილი, დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!

ეხლა ჩვენმა მორმწუნეებმა მოგვიმზადეს საჭმელი და სასმელი, ტკბილეულობა და ვაკურთხოთ.