საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (22.04.2018)

24 აპრილი
sru-liad-saqart-velos-katolikos-patriarqis-qadageba-5-9111294

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულს, ხსენებას მარიამ მაგდალინელისა, მარიამ იაკობისა და სხვებისა. ასევე წმინდისა მეფისა თამარისა. წმ. თამარის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ  ტრადიციულად, უკვე ყოველი ხარების დღესასწაულზე, იკურთხება ხოლმე სამი ჯვარი და მათი აღმართვა ხდება მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს, დღევანდელ დღეს. მეუფე შიო არის წაბრძანებული მცხეთაში, სვეტიცხოველში წირვაზე და წირვის შემდეგ ნაკურთხი ჯვრები აღიმართება ისტორიულ სამ მთაზე: უჯარმაზე, თხოთის მთაზე და ჯვრის მონასტერში.

დღეს დასალოცად მოსულები არიან ორი გვარის წარმომადგენლები: აბრამაშვილები და აბრამიშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ თქვენ ყველანი და კეთილყოს უფალმა თქვენი მოღვაწეობა.

დღეს საღამოს კი შედგება ათასი ბავშვის ნათლობა. ღმერთმა დალოცოს ეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახები.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!