საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.07.2018)

8 ივლისი
sr-ul-iad-saq-artvelos-katolikos-patriarqis-qadageba-5-4842357

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს განრღვეული ადამიანის შესახებ. ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევა ღვთისაგან იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია აიტანოს მან იგი. არა არს ადამიანი, რომელსაც არა აქვს რამე მწუხარება. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და აიტანს ყოველი ჩვენთაგანი.

ღმერთა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიახრული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ, რომ პეტრე-პავლობა არის ხუთშაბათს. წირვა-ლოცვა შესრულდება აქ, სამების წმინდა ტაძარში და მეორე დღეს, პარასკევს, არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ იცით, რომ სვეტიცხოველი არის აშენებული 12 მოციქულის სახელზე.

ნათლობა არის ხუთშაბათს საღამოს, პეტრე-პავლობის საღამოს. უკვე 600-ზე მეტია, რომელიც მოინათლება. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და სიხარული.

ჩვენთან არს ღმერთი!