საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სომხეთის პატრიარქის სამძიმარი ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო

25 ივლისი
კატეგორია: სიახლენი,
somxetis-patriarqis-samdzimari-tyibulshi-momxdari

 

 

 

მის  უწმინდესობას  ილია  II-ს,

უწმინდეს  და  უნეტარეს,

სრულიად  საქართველოს  კათოლიკოსპატრიარქ

 

თბილისი, საქართველო

 

თქვენო უწმინდესობა!

 

           მედია  საშუალებებიდან  ღრმა მწუხარებით  შევიტყვეთ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ავარიის შესახებ,  რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

          წმინდა ეჩმიაძინიდან  თქვენს უწმინდესობას და მოძმე ქართველ ერს გადმოგცემთ ჩვენს მხარდაჭერას და ვუცხადებთ ღრმა მწუხარებას  ტყიბულში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

          აღვავლენთ ლოცვას,  რომ   მამაზეციერმა  სულიწმიდის მიერ ანუგეშოს ყველა მწუხარე და დაზარალებულებს ჯანმრთელობა მიანიჭოს.

          შევთხოვთ  ყოვლადმოწყალე უფალს, რომ თავის მფარველობისა და კურთხევის მადლით დალოცოს საქართველო და მისი ღვთივკურთხეული ერი.

           მწუხარებითა  და  ქრისტესმიერი  ძმური  სიყვარულით,

გარეგინ II,

ყოველთა სომეხთა  პატრიარქი და კათოლიკოსი