საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შვიდგზის ზეთისცხება N15 პენიტენციურ დაწესებულებაში

17 მარტი
კატეგორია:
shvidgzis-zetiscxeba-n15-penitenciur-dawesebulebashi

ა.წ. 14 მარტს, მსჯავრდებულთა თხოვნით, საქართველოს საპატრიარქოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ერთობლივი ორგანიზებით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში რუისისა და ურბნისის ეპარქიიდან მოწვეულმა მღვდელმსახურებმა აღასრულეს შვიდგზის ზეთისცხების წესი, რომელშიც  1000-მდე მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა.