საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შობის მარხვის შესახებ

28 ნოემბერი
კატეგორია:
shobis-marxvis-shesaxeb

დღეიდან, 27 ნოემბრიდან, მართლმადიდებელ ეკლესიაში შობის მარხვა იწყება და იგი ქრისტეს შობამდე, _ ძვ.ს. 25დეკემბრამდე (ახ.სტილით 7იანვარი) გრძელდება. საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული,  ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს“.

საშობაო მარხვა დაწესებულია ქრისტეშობის დღესასწაულისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. თითოეულმა ჩვენგანმა მარხვით, ლოცვით, სინანულით, თავმდაბლობითა და კეთილ საქმეთა აღსრულებით უნდა განვიწმინდოთ სული  და შევეგებოთ ძე ღვთისას განკაცებას.

P.S. ეს მარხვა 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით. ყოველწლიურად მისი უწმინდესობა ახსნილებს 1-2 იანვარსაც.