საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა სერაფიმ საროველის დღესასწაული სოფელ სამრეკლოში

8 აგვისტო
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
serafim-sarovelis-dghesaswauli-sofel-samrekloshi

 1 აგვისტოს წმ.სერაფიმ საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღეს, ქ.დედოფლისწყაროს სოფ.სამრეკლოს წმ.სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულეს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია). ეს დღე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1903 წელს წმ. სერაფიმ საროველის კანონიზირებისთანავე  ეკურთხა ტაძარი სოფ.სამრეკლოში და იგი არის ამ წმინდანის სახელობის პირველი ტაძარი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.



13925504_1731549323776809_3333596812694790059_o

13640818_1731550093776732_7429910389113021377_o

13920077_1731549953776746_2615181981540041280_o