საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქველმოქმედო კონცერტი უპოვართა დასახმარებლად

18 ნოემბერი
კატეგორია: სიახლენი,
saqvelmoqmedo-koncerti-upovarta-dasaxmareblad

ა.წ. 16 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების ანსამბლის მონაწილეობით მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ უპოვართა სასადილოს მხარდასაჭერად გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი.

უზნაძის ქუჩაზე მდებარე ეს სასადილო (სახელწოდებით ,,თბილი სახლი“) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2012 წელს დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გახსნა და ყოველდღიურად 200-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს.