საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა 26 მაისი აღნიშნა

29 მაისი
კატეგორია:
saqartvelos-sapatriarqos-wmida-ketilmsaxuri-mefe

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და პედაგოგებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის, მერაბ კოსტავას დაბადების 79 წლისა და პირველი პრეზიდენის არჩევის 27 წლისთავი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში აღნიშნეს.

ზეიმის მონაწილეებს მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს სკოლა-პამსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ციცინო მაღლაფერიძემ, უზენაესი საბჭოს დეპუტატმა გურამ მაქაცარიამ. სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო საკონცერტო პროგრამა და სამახსოვრო სურათები გადაიღეს უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან.