საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განმარტება კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრის შესახებ (17.03.2018)

17 მარტი
კატეგორია:
saqartvelos-sapatriarqos-ganmarteba-katolikos-patriarqtan

ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“  ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.  

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.  რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი  ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა.