საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება(26.06.2017)

26 ივნისი
saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba26-06-2017

როგორც ვიუწყებოდით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოვაქვეყნეთ, 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ youtube-ზე. გაირკვა, რომ ჩანაწერი დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე.  ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა  TiVi media-ს კუთვნილი ჩანაწერი. ჩვენს მიერ youtube-ს გაეგზავნა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. შევნიშნავთ იმასაც, რომ  კომპანია TiVi media-სთან თანამშრომლობს ქართული ტელეარხი „TV პირველი“.  როგორც „TV პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა, რომ ეს გაუგებრობის შედეგია და მუშაობენ თავის პარტნიორთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე.

იმედს ვიტოვებთ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდება.