საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (23.12.2016)

23 დეკემბერი
კატეგორია:
saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-23-12

 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(23.12.2016)

ა.წ. 24-25 დეკემბერს მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად სტუმრად ეწვევა უკრაინის ეკლესიის მეთაური, მისი უნეტარესობა ონოფრე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა. ისინი ჩამოაბრძანებენ წმიდა ნაწილებს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომლის ხსენებაც 25 დეკემბერს აღინიშნება.

წმიდა ნაწილები წირვა-ლოცვის დროს 24-25 დეკემბერს დაბრძანებული იქნება წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და ხალხს ექნება საშუალება თაყვანისცემისა.

ლოცვა დაიწყება 18.00 საათზე, ხოლო წირვა 10.00 საათზე.