საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (13.02.2018)

14 თებერვალი
saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-13-02

გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით სამების ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მიმდინარე საუბრები ხალხის თხოვნით ამიერიდან ჩატარდება პარასკეობით, 15:00 საათზე.

მომდევნო შეკრება გაიმართება 16 თებერვალს 1500 სათზე. საუბრის თემა იქნება: ,,არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულებები და მათი პრევენცია”.

მოწვეულნი არიან: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, UNICEF–ის, არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ბავშვი და გარემოს” წარმომადგენლები და ჩვენი საზოგადოების სხვა წევრები.

დასწრება თავისუფალია.