საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში (7-11 ნოემბერი)

7 ნოემბერი
კატეგორია:
saqartvelos-sapatriarqo-delegaciis-viziti-briuselshi

 საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
7-11 ნოემბერი, 2016 წელი

ვიზიტს  აქვს გაცნობითი ხასიათი. პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ანხორციელებს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით.

დელეგაციის შემადგენლობა:

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები:
1. დელეგაციის ხელმძღვანელი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
2. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
3. საქართველოს საპატრიარქოს წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გარეკელი);
4. გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებითი მმართველი ანდრია (გვაზავა);
5. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
6. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერი გოგოტიშვილი;
7. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე;
8. წმ.სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი);
9. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ანდრიაძე;

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები:
1. დელეგაციის ხელმძღვანელი: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია;
2. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტაპენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე;
3. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისდირექტორი, ქეთევან ჩაჩავა; – (ბრიუსელშია);
4. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი;

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (ორგანიზატორები)
5. არჩილ ყანჩაველი – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი (ბრიუსელშია);
6. მიხეილ მირზიაშვილი – განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;

დელეგაცები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ NATO-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში; ასევე მოინახულებენ ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოს და შეხვდებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.