საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს (29.06.2016)

29 ივნისი
კატეგორია:
saqartvelos-katolikos-patriarqis-samdziris-werili

მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,
კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს
და მსოფლიო პატრიარქს 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ.ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც.ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის.გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის. ქრისტესმიერი სიყვარულით,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

29 ივნისი, 2016 წელი.

 

ოფიციალური წერილი – ქართულადGEO და ინგლისურადინგლისურად