საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი თურქეთის პრეზიდეტს (29.06.2016)

29 ივნისი
კატეგორია:
saqartvelos-katolikos-patriarqis-samdzimris-werili

მის აღმატებულებას,
თურქეთის პრეზიდენტს,
ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს

თქვენო აღმატებულებავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთოს ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

29 ივნისი, 2016 წელი.

 

ოფიციალური წერილი – ქართულადGEO და ინგლისურადინგლისურად