საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოში სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

19 ივნისი
კატეგორია:
sapatriarqoshi-sulxan-saba-orbelianisadmi-midzghvnili

ა.წ. 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ინიციატივით სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსები მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), საქართველოს ეკლესიის საგარეო განნყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სიტყვით გამოვიდნენ:

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბ-ნი ავთანდილ არაბული;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქ-ნი ასმათ ჯიქია მოხსენებით: ,,სულხან-საბა ორბელიანის მსოფლმხედველობის საკითხები“;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქ-ნი მარიამ ღლონტი  მოხსენებით: ,,სულხან-საბა, –  მსახური სიტყვისა და ძისა“.

სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სულხან-საბას ბიოგრაფიაში არის ზოგიერთი კითხვა, მაგრამ უეჭველია ის გარემოება, რომ მან ცხოვრება დაამთავრა, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და მისი ნეშტი მოსკოვში, ყოველთა წმინდანთას ტაძარშია დასვენებული.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომელნიც წელს ამთავრებენ აკადემია-სემინარიას და მადლიერება გამოხატა სასწავლებელში მოღვაწე თითოეული პიროვნებისადმი.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და დალოცა კურსდამთავრებულები.