საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარე“-ს პროექტი – „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“

4 აგვისტო
კატეგორია:

2017 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტომდე, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, დაბა ახალდაბაში (ბორჯომის რაიონი), შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური  მხარდაჭერით, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად  ახორციელებს პროექტს – „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და  საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი  მოზარდების აქტიურ დასვენებას  საზაფხული ბანაკებში,  სადაც მათთვის   შემეცნებით-გასართობი და  სპორტული  ღონისძიებები ეწყობა.

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს  ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთიერთგაცვლა, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გაცნობა, ტოლერანტობისა და მეგობრული გრძნობების გაღვივება.

ეს პროექტი უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და საუკეთესო შედეგები აქვს.