საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს ფონდი „ლაზარეს“ პროექტი – „წიგნები სკოლებს“

31 მარტი
sapatriarqos-fondi-lazares-proeqti-wignebi

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ სს „თელასის“ მხარდაჭერით 2016 წლის ოქტომბრიდან ანხორციელებს საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით „წიგნები სკოლებს“, რომლის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის  სკოლებს (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზია, სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის სკოლა-პანსიონი,  ამბროლაურის  №1 და   №2 საჯარო სკოლები, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია,ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა) საჩუქრად გადაეცა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა.

პროექტის მიზანია რეგიონებში  განათლების  ხელშეწყობა,  მოსწავლეებში  წიგნის სიყვარულის გაღვივება და  მისდამი ინტერესის გაზრდა.