ეპარქიები
VI ჟამზე: ეს. VI, 1-12.
1. და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.
2. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.
3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!
4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.
5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.
6. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.
7. და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.
8. და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.
9. და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,
10. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.
11. და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.
12. და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.
მწუხრზე: დაბად. V, 1-24.
1. ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა.
2. შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.
3. ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით.
4. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
5. და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.
6. ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.
7. და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
8. და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,
9. და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.
10. და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
11. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.
12. და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.
13. და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
14. და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.
15. და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.
16. და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
17. და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.
18. და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.
19. და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
20. და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.
21. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.
22. ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
23. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.
24. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.
იგავ. VI, 3-20.
ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ შენ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს-იდევ. ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა, რაჲთა განერე ვითარცა ქურციკი საბრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა. იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნჱს მისსა. რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს. რომელმან განიმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბოს კალოთა ზედა. ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე ვითარ იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ. დაღათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა ვიდრემდის სწვე, ჵ მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო? მცირედ გეძინოს, მცირედ შჯდე, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა. მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე, და ნაკლულევანება – ვითარცა კეთილი მსრბოლი*. უკუეთუ უცონ** იყო, მოვიდეს ვითარცა წყაროჲ ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის. კაცი უგუნური და უშჯულოჲ ვალნ გზასა გულარძნილსა. და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთაჲთა. გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა, ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა. ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთაჲ და შემუსრვაჲ უკურნებელი. რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისაჲთა. თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუჲ, ჴელნი, რომელნი დასთხევენ სისხლსა მართლისასა და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა და ფერჴნი, რომელნი იწურთიან ბოროტსა ყოფად, მოისრნენ. ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა. შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ.
* „კეთილი მსრბოლი“ – აქ: სწრაფი მორბენალი (იგულისხმება, რომ ნაკლულევანება კარგი მორბენალივით დაეწევა გაჭირვებულ ადამიანს).
** არაზარმაცი, არამცონარე, დაუზარელი, გულმოდგინე.