საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

28 სექტემბერი
ruminetshi-wminda-antimoz-iverielis-300

27 სექტემბერს რუმინეთში საზეიმოდ აღინიშნა წმინდა ანთმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან 300 წლისთავი. ღონისძიებებში, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც მონაწილებდა შემდეგი შემადგენლობით:  რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი(გამრეკელიძე) და დეკანოზი მიქაელი (ფოფხაძე).

წაკითხულ იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა:

მის უნეტარესობას, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტს და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსს, სრულიად რუმინეთის პატრიარქ დანიელს
ინგლისურად

თქვენო უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

300 წლის წინ მოწამეთა დასს შეემატა უდიდესი წმინდანი და ღვთის წინაშე რუმინელი და ქართველი ხალხის გამორჩეული მეოხი ანთიმოზ ივერიელი.

როდესაც მის ცხოვრებას ვეცნობით, გვაოცებს ღვთის განგებულება: რატომ მოხდა, რომ ქართველმა ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი რუმინეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს ეროვნულ ნიადაგზე აღორძინებას?! ალბათ, იმიტომ, რომ გაცხადებულიყო, თუ როგორია  ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, – წმინდა ანთიმოზი ხომ, ერთის მხრივ თავდაუზოგავად იბრძოდა ეროვნულობისათვის,მეორეს მხრივ კი წარმოაჩენდა, რომ მოყვასს არა აქვს ეროვნება და ღმერთის მსახურება ამ გრძნობაზე  მაღლა დგას, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება კოსმოპოლიტური დამოკიდებულებისაგან.

რუმინელთა უბრალოებამ, ღვთის სიყვარულმა და სიკეთემ მისცა ძალა წმინდა ანთიმოზს 26 წლის მანძილზე უშურველად გაეცა სიყვარული, – აეშენებინა ათობით ეკლესია, ემუშეკა ხელოვნების  სხვა და სხვა დარგში, ყოფილიყო ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, მთარგმნელი და საგამომცემლო საქმის ისეთი ორგანიზატორი, რომ რუმინეთი ექცია საერთაშორისო საგამომცემლო

ცენტრად; სხვათაშორის, საქართველოშიც მან  დაარსა პირველი  სტამბა.

მისი პიროვნება სულ სხვა განწყობებს ბადებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის,  სხვა ძალითა და მადლით გვაახლოებს და ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენებს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებას უნდა ემსახუროს ჩვენი სიცოცხლეცა  და სიკვდილიც.

წმინდა ანთიმოზის ლოცვით ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და სულიერი წინსვლა.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

27.09.2016.

DSC_5755

DSC_5928-3

DSC_5816-3

DSC_5955-2

DSC_6199-4

DSC_6226-3

14495234_1387636894597931_8343569627269440822_n

DSC_5652-3

14479547_1387636694597951_4044663701618051746_n