საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქსნის N15 საპატიმროში, საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა

23 მაისი
qsnis-n15-sapatimroshi-sapatriarqostan-arsebuli

ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.

დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილის 200-მდე ნერგი და 20-მდე მარადმწვანე მცენარე დარგეს. აქციაში მონაწილეობა მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

„ფონდი მორიგ გამწვანების აქციას ამჯერად, ქსნის დაწესებულებაში ახორიცელებს. ეს რიგით მესამე აქციაა, მანამდე ხეები და ყვავილები რუსთავში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში დაირგო.მნიშვნელოვანია, რომ აქცია ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში მომავალშიც გაგრძელდება.

13254517_1002380483171316_2111675329942195278_n                    13244899_1002380679837963_8224467505632236381_n                            13233028_1002380863171278_8726443184130303425_n     13227668_1002381053171259_4936159024949412246_o 13220683_1002380686504629_902800382016979874_o