საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს

25 სექტემბერი
კატეგორია:
qetevan-dedoflis-wminda-nawilebi-saqartvelos

     ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება.

     მორწმუნეთ ექნებათ შესაძლებლობა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიეახლონ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს და სთხოვონ ლოცვა-კურთხევა.

     წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და წმ. დედოფალს, წმინდათა დასს,  დედა ღვთისმშობელსა და უფალს შეავედრებს საქართველოს  მთლიანობასა და კეთილდღეობას.

       შევნიშნავთ, რომ 27 სექტემბერს სრულდება 25 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან.