საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქ.კეიტში, შედგა ერთობლივი საერთაშორისო კომისის XIV პლენალური სხდომა რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებს შორის

25 სექტემბერი
q-keitshi-shedga-ertoblivi-saertashoriso

 ა.წ. 15-21 სექტემბერს იტალიაში, ქ.კეიტში, შედგა ერთობლივი საერთაშორისო კომისის XIV პლენალური სხდომა რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებს შორის შემდეგ თემაზე: „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი I ათასწლეულში.“ სარედაქციო კომიტეტმა გადაამუშავა გასულ წელს ქ.ამანში განხილული ტექსტი და დოკუმენტზე დელეგატების დონეზე მოხდა შეთანხმება. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე) არ დაეთანხმნენ რამდენიმე პარაგრაფს და თავისი პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირეს. ქ.კეიტის შეხვედრის მასალები გაეცნობა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს და შემდეგ გასაჯაროვდება.

საქართველოს საპატრიარქო
24.09.2016.