საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2017)

7 აპრილი
patriarqis-qadageba-xarebis-dghesaswaulze07-04

სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

როცა ჩვენ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს რომ ნამდვილად ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა მოწევნილ განსაცდელებს,  და როცა იგი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დაძლევადია.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ დიდ დღესასწაულს _ ხარებობას. ხარება ყოფლადწინდისა ღვთისმშობლისა არის უდიდესი ზეიმი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ უძველეს დღესასწაულში.

როცა ებრაელები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ისინი  ასე ესალმებოდნენ _ „გიხაროდეს“. მთავარანგელოზი გაბრიელი რომ გამეოცხადა  ყოვლადწიმდა ღვთისმშობელ დედას, „გიხაროდეს, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს“_ ასე მიმართა.

დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოევლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია.

წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა თქვენც.

ჩვენთან არს ღმერთი!