საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (სვეტიცხოველი, 07.04.2016)

7 აპრილი
patriarqis-qadageba-xarebis-dghesaswaulze-sveticxoveli

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი…“
დღეს მთელი მართმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს. დღეს არის განსაკუთრებული ზეიმი, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს, არამედ ადიდებს უფალს. და აი ჩვენც ვადიდებთ ამ დიდებულ დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგვმადლოს. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად წირვას ესწრებოდა ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი. ვულოცვათ მას და გილოცავთ ყველას.

ეს დღესასწაული შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს მახარებელი, ამიტომაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი. არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენს ტელევიზიებში არის ხოლმე (სადაც  სულ ნეგატიური ამბები გადმოიცემა, რომელიც ქმნის დიდ სიმძიმეს). თითქმის არ არის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან ადამიანები მძიმე ამბებით და არ თქვან, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავი მოიკლა.
ადამიანი ვეღარ იტევს ამ სტრესს, ამიტომ უნდა ჩავიხედოთ ადამიანის გულში და სიხარული მივანიჭოთ, რაღაც უნდა ვახაროთ მას.
 დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს დაძაბულობის მიზეზს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენგანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს…

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენს წირვას ესწრებიან რუსები, ოსები, აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენელნი. მე მათაც ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, ისევე როგორც ქართველებს. თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
წყალობა, მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენთან და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი!

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი
7 აპრილი 2016 წელი