საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (19.06.2016)

20 ივნისი
patriarqis-qadageba-sultmofenobis-dghesaswaulze-19

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ჩვენთან არს ღმერთი. „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“ (ფსალ.142,10).
ბედნიერია ის ადამიანი, ბედნეიერია ის ერი, რომელსაც უძღვის წინ სული წმინდა.
დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი საპატრიარქო ტაძრის დღესასწაულს, რომელიც აშენებულია ღვთის განგებით ჩვენი ერის მიერ წმინდა სამების სახელზე.

სახარებაში სწერია, რომ აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულები შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში და მათზე გარდამოვიდა სული წმინდა „სახითა ცეცლხისა ენათათა“ და მათ დაიწყეს ლაპარაკი უცხო ენებზე. ეს იყო უდიდესი მადლი სულიწმინდისა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმსავსებელი.

წირვის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ მწუხრი; წაიკითხული იყო ლოცვები მუხლმოდრეკით და შევთხოვეთ ღმერთს მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა, მშვიდობა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ვფიქრობთ, რომ მადლი სულისა წმინდისა გაამთლიანებს საქართველოს, დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. გამთლიანდება ჩვენი ერი სიყვარულით, სარწმუნოებითა და სიხარულით.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.

სამების საკათედრო ტაძარი
19 ივნისი, 2016 წელი