საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (დიდი მარხვის მე-2 კვირა წმ. გრიგოლ პალამას ხსენება 27.03.2016)

31 მარტი
patriarqis-qadageba-didi-marxvis-me

  დიდმარხვაში, პირველშეწირულის ლიტურგიის დროს მოძღვარი  ამბობს საოცარ სიტყვებს: „ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ვართ თუ არა მზად მივიღოთ ეს ნათელი. ნათელი ქრისტესი არის ისეთივე ხელთუქმნელი, დაუსაბამო, როგორც თვით უფალი. წმინდა გრიგოლ პალამა ამ საკითხს ეხება – ქრისტეს ფერიცვალების ნათებას. ფერისცვალების დროს თქვენ იცით, რომ მისი სახე ბრწყინავდა და მისი სამოსელი ელვარებდა. ლოცვაში წერია, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს მისი დიდება – არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდნადაც შეეძლოთ ეხილათ, დაენახათ მოციქულებს. მთელი ნათება რომ ეჩვენებინა,  მოციქულები ვერ აიტანდნენ ამ ნათელს.

თქვენ იცით რომ, როცა მოსე წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა, მას მიეცა ათი მცნება. როცა ჩამოვიდა, მისი სახე ღვთაებრივი ნათებით ანათებდა. ეს ნათება იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული იყო სახეზე შესამოსელი გადაეფარა.როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ახლავს უფალს.

ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა დაიმკვიდროს ჩვენს შორის. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოსღვთიური ნათების მატარებელი. ეს კივდე ერთხელ გვარწმუნებს იმაში რომ ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლით გავიდა მარხვის ორი კვირა და მალე იქნება ბრწყინვალე აღდგომა.
ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

დალოცვილი და გახარებული იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
27 მარტი 2016 წელი