საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (23.10.2016)

23 ოქტომბერი
კატეგორია:
patriarqis-qadageba-23-10-2016

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი“

ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატს და მის თაყვანისცემას. მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატის თაყვანისცემა მიემართება მასზე გამოსახულს და კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა.

 ჩვენ დავადგინეთ, რომ მშობლებმა ხატით უნდა დალოცონ თავიანთი შვილები და ეს ხატი მუდამ განსაკუთრებული შემწე და მფარველი იქნება მათი.

ჩვენ გულითადად მივესალმებით ლიტვის მთავარეპისკოპოს ინოკენტის და გამოვთქვამთ დიდ სიხარულს მისი ჩამობრძანების გამო. მე 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ მას და პირველად მხოლოდ ახლაღა ჩამობრძანდა საქართველოში.
თქვენო ბრწყინვალებავ, მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. მოხარულნი ვართ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ და ჩვენი ღრმა პატივისცემის ნიშნად, გჩუქნით მაცხოვრის ხატს, რომელიც ნება თქვენი ქვეყნის მფარველი“.

ჩვენთან არს ღმერთი!

კათოლიკოს პატრიარქმა წირვის ბოლოს სამი გვარი დალოცა – ბუზალაძეები, კოკოზაშვილები, დავლიანტები.