საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (09.10.2016)

10 ოქტომბერი
patriarqis-qadageba-09-10-2016

 დღეს წმინდა ეკლესია დღესასწაულობს მიცვალებას წმინდისა მოციქულისა იოანე ღვთისმეტყველისა.

ეს არის ის მოციქული, რომელიც, როგორც სახარებაში სწერია, უყვარდა იესო ქრისტეს. მაცხოვარს ყველანი უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იოანე ღვთისმეტყველი.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გარდაცვალებამდე სულ იყო არის მქადაგებელი სიყვარულისა.  საერთოდ, სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებისა, ადამიანის ცხოვრებისა. როცა მას მოწაფეები ეკითხებოდენ, ასე ხშირად რატომ ახსენებ სიყვარულოს, იგი პასუხობდა: „მთელი სახარების არსი სიყვარულიშია“. სიყვარული არის ის მთავრი გრძნობა, რომელიც არ მთავრდება არც აქ და არც საიქიოს. ღმერთმა ინებოს, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს გულებში, მთელს მსოფლიოში.

მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არა, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც გონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია.

მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და სიყვარული გამოჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც გონიათ რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო, გამარჯვებულია.